აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის აშენების თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა. აღნიშნული საკითხი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების ნაწილი იყო.
„ჩვენ მალე დავიწყებთ ამ საკითხზე მოლაპარაკებებს, რაღაც ფორმით მექსიკა აგვინაზღაურებს ხარჯებს“, - განაცხადა ტრამპმა.
„ერი, რომელსაც საზღვრები არ აქვს, ერი არ არის. დღევანდელი დღიდან დაწყებული, აშშ იბრუნებს კონტროლს თავის სამხრეთ საზღვრებზე. ჩვენი ურთიერთობები მექსიკასთან უკეთესი გახდება. ჩვენ შევძლებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აღნიშნული განკარგულება ახლა აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.