2016 წელს საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა 2 113 739 600 დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 658 000 000 დოლარი შეადგინა, რაც 1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2016 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა. თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.
ავტორები: ნანიკო მღებრიშვილი, გიო კუსიანი
იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე