ჩვენ გავაგრძელებთ არაალკოჰოლური სასმელების მარკირების დაფინანსებას, ისე როგორც შარშან, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა.
თაბუაშვილი არაალკოჰოლური სასმელების კომპანიების წარმომადგენლების ბრალდებას გამოეხმაურა, რომლებიც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მათ მარკირების დაფინანსება შეუწყდეთ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ აქციზის აპარატები შეფერხებით მუშაობს.
”ბიზნესს არასდროს უჭირდა კომუნიკაცია არც მთავრობასთან, არც ნებისმიერ სამინისტროსთან. ჩვენ მზად ვართ შევხდეთ, მოვუსმინოთ, ვიმსჯელოთ. მარკირების აპარატების მუშაობას რაც შეეხება, კონკრეტული ფაქტებით მოგვმართონ, ვიმსჯელებთ. ასეთი ინფორმაცია კონკრეტულ კომპანიასთან დაკავშირებით არ გვაქვს, ჩვენ გავაგრძელებთ დაფინასებას, ისე როგორც შარშან”, - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.