ღვინის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 50 მლნ-მდე ბოთლი ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 113.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება: რუსეთი (27 222 076 ბოთლი), უკრაინა (5 811 050), ჩინეთი (5 299 149), ყაზახეთი (3 393 435) და პოლონეთი (2 329 820).
2015 წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 2016 წელს შემდეგნაირად გაიზარდა:
ჩინეთი – 98%-ით (5 299 149 ბოთლი),
უკრაინა – 70%-ით (5 811 050),
რუსეთი – 49%-ით (27 222 076),
პოლონეთი – 46%-ით (2 329 820),
კანადა – 34%-ით (210 936),
ბელორუსი – 30%-ით (1 174 362),
დიდი ბრიტანეთი – 28%-ით (97 226),
ესტონეთი – 25%-ით (631 632),
ყირგიზეთი – 24%-ით (230 776),
აშშ – 19%-ით (294 382),
ლატვია – 19%-ით (1 258 632),
იაპონია – 15%-ით (159 654),
გერმანია – 6%-ით (292 454),
ჩეხეთი – 353%-ით (119 648).