„ისეთ პროდუქტს ვუშვებთ, რომლის დაწევაც ხარისხობრივად, სიძლიერით ძალიან რთულია,“ - ამბობს ჭყონია „პალიტრანიუსის“ გადაცემა ბიზნეს ბლიცში.
„კონკურენტები როგორც მიუღწეველ მტერს, ისე გვიყურებენ იმიტომ, რომ ჩვენი პროდუქტი მსოფლიოში პირველია და როცა პირველი ხარ, როგორ შეიძლება კონკურენტს უყვარდე“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.
მისივე თქმით, საქართველოში ამ ბაზარზე საკმაოდ სუსტი კონკურენციაა, სამი კომპანიაა, რომელიც ლიმონათს აწარმოებს და სამივე უშვებს ტარხუნას.
„სად არის აქ კონკურენცია ვერ გავიგე. წარმოიდგინეთ, რომ ბაზარში ტარხუნის სამი გამყიდველი იყოს. რითი არჩევთ ტარხუნას, მხოლოდ ფასით, ხომ? ჩვენ კი იქ, ბაზარზე არ ვართ. ცალკე ვართ... სუპერმარკეტში“, - აღნიშნა ჭყონიამ.
თემურ ჭყონია ბიზნესისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბიზნესი და პოლიტიკა ტყუპისცალებივით არიან.
„ბიზნესი და პოლიტიკა ძალიან გადაბმულია. ტყუპისცალებივით არიან. ხშირად საუბრობენ ბიზნესმენები - ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით. გამორიცხულია. პოლიტიკოსებიც ერევიან ბიზნესში და ბიზნესმენებიც - პოლიტიკაში. როგორ არ ერევიან? არჩევნებში ერევი, მხარდამჭერი ხარ, კრიტიკით გამოდიხარ, პოლიტიკოსებთან მეგობრობა გინდა. მეტი პოლიტიკა კი არაფერია?! კანონებს სხვები წერენ“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.
იხილეთ ვიდეო სრულად: "მე რომ გინეკოლოგი ვყოფილიყავი, რა უბედურება იქნებოდა, არც ერთი ბავშვი არ დაიბადებოდა, ალბათ, შიშით“