26 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6987 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6922 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.65 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 27 იანვრიდან შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 27 იანვრისთვის 2.8917 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8941 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.24 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 27 იანვრისთვის 0.7003 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7059 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.56 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 27 იანვრისთვის 3.4004 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.3846 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 1.58 თეთრი შეადგინა.