თურქეთში ბებიებს შვილიშვილების მოვლისთვის სახელმწიფო ხელფასს გადაუხდის

ნებისმიერი ბავშვიანი წყვილისთვის ცნობილია, თუ რა რთულია შვილის ვინმესთან დატოვება. ძიძის აყვანა კი ხარჯებს უკავშირდება.

თურქეთში ამ პრობლემას მარტივი გამოსავალი მოუძებნეს. 2017 წლის თებერვალში, თურქეთი საპილოტე პროგრამას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ხელფასის დანიშვნას იმ ბებიებისთვის, რომლებიც სამუშაო დღეებში საკუთარ შვილიშვილებს უვლიან.

მათთვის, ვისი პენსიის ოდენობაც 1000-დან 1800 თურქულ ლირამდე მერყეობს (250-450 დოლარი), პროექტი დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენას უზრუნველყოფს.

პროექტი ბურსას და იზმირის პროვინციებში ამოქმედდება. საწყის ეტაპზე ის 1000 ოჯახს მოიცავს. ნახევარ წელიწადში მთავრობა პროგრამის მუშაობის შედეგებს გააანალიზებს და გადაწყვეტს, ღირს თუ არა ამ პროგრამის ქვეყნის სხვა პროვინციებშიც გადატანა.

პროგრამის საშუალებით, მომუშავე დედები სრულ სამუშაო დღეზე გადავლენ და საკუთარი შემოსავალის გაზრდას შეძლებენ. CNN Turk-თან ინტერვიუში, ქვეყნის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა განაცხადა, რომ შვილიშვილების მოვლისთვის ბებიები თვეში დაახლოებით 400 თურქულ ლირას (105 დოლარი) მიიღებენ.

წყარო: ALLNEWS.GE