ქართული ჭაჭის იმპორტით ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ე.წ. ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები ყოველთვის დაინტერესებულები იყვნენ. თუმცა, დასავლეთ ევროპაში ქართული ჭაჭის შესახებ დღემდე ძალიან ცოტა ადამიანმა იცის. სწორედ ამიტომაც, მცირე მარნის, „ჩვენი ღვინოს“ მიერ წარმოებული ნატურალური ჭაჭის ევროპაში, კერძოდ იტალიაში იმპორტის დაწყება მნიშვნელოვან სიახლედ უნდა მივიჩნიოთ.
ნატურალური ჭაჭის ავტორის, მცირე მარნის, „ჩვენი ღვინოს“ ერთ-ერთი მფლობელი, სოლომონ ცაიშვილი allwine.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჭაჭის ღირებულება კომერციული საიდუმლოა და ქართული პროდუქტი საკმაოდ ძვირიან საფასო სეგმენტში გაიყიდება.
- ბატონო სოლომონ, რატომ გადაწყვიტა თქვენმა მცირე მარანმა ჭაჭის წარმოება? (თუ იყო მოთხოვნა ევროპაში)
- არავითარი კავშირი რომელიმე ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და ჩვენს მიერ ჭაჭის გამოხდას შორის არ ყოფილა. უბრალოდ მაინტერესებდა კარგი ბუნებრივი ჭაჭის გამოხდა და მეტი არაფერი. გარდა ამისა, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი ჭაჭის უდიდეს პოტენციალში. ეს მსოფლიო მნიშვნელობის სპირტიანი სასმელია, ოღონდ არა სტანდარტიზებული და მაღალ ტექნოლოგიურ სახდელებში ნაწარმოები ჭაჭა, არამედ მარტივ სახდელში გამოხდილი. იხილეთ გაგრძელება