უამინდობის გამო, ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით რეისის შესრულება გადაიდო

უამინდობის გამო, ბათუმის აეროპორტიდან ბათუმი-სტამბოლის რეისის შესრულება გადაიდო. როგორც ბათუმის აეროპორტში განაცხადეს, დღეისათვის მხოლოდ ერთი რეისი - ბათუმი-სტამბოლი იყო დაგეგმილი, მაგრამ უამინდობის გამო, გადაიდო. წინასწარი ინფორმაციით, ფრენები ხვალ აღდგება.

ამ დროისთვის აჭარაში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი მაღლობში 25 სანტიმეტრს, ზღვისპირას კი 2 სანტიმეტრს აჭარბებს. სინოპტიკოსების ცნობით, თოვა რამდენიმე დღეს გასტანს.