ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7021 ლარი გახდა

27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7021 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.34 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 28 იანვრიდან შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 28 იანვრისთვის 2.8869 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8917 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.48 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 28 იანვრისთვის 0.6972 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7003 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.31 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 28 იანვრისთვის 3.3882 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.4004 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 1.22 თეთრი შეადგინა.