თელავში ალტერნატიული ენერგიის წყარო "ენერგოცენტრალი" გაიხსნა. ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის ცნობით, "ენერგოცენტრალი"
დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერების (EC-LEDS) "სუფთა ენერგიის პროგრამის" ფარგლებში გაკეთდა.
"ენერგოცენტრალი" არის ალტერნატიული ენერგიის წყარო, რომელიც მზისგან გამოიმუშავებს ელექტრო და თბურ ენერგიას, რაც ამცირებს გარემოში CO2-ის გაფრქვევას.
ენერგოცენტრალი მწვანე რეკრეაციულ ზონაშია დამონტაჟებული და მის მიერ გამომუშავებული ენერგია მუნიციპალიტეტის ელექტრომომარაგებასა და გათბობას უზრუნველყოფს. პროექტი „ახალი ტექნოლოგიების ცენტრის“ მიერ თელავის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდა.
პროექტის ავტორთა განცხადებით, განახლებადი ენერეგიებისთვის მხოლოდ პირველადი ინვესტიციაა მნიშვნელოვანი.