კოლუმბიის მთავრობამ კოკაინის ფოთლების მოსავალის განადგურების გეგმების შესახებ განაცხადა, რომელიც კოკაინის ფხვნილის დასამზადებლად გამოიყენება. კოლუმბიის მთავრობისა და მეამბოხე დაჯგუფების FARC-ის მიერ ერთობლივად შექმნილი პროგრამის ფარგლებში, ფერმერები, რომლებიც ნებაყოფლობით გაანადგურებენ დარგულ კოკაინს, ყოველთვიურად 350 აშშ დოლარს მიიღებენ.
ფერმერები ასევე შეძლებენ კრედიტებისა და სუბსიდიების მიღებას, ასევე სხვა კულტურების, მაგალითად, ხილის ხეების ან კაკაოს გამოყვანისთვის ტექნიკურ დახმარებას და ტრეინინგებს.
კოლუმბიის მთავრობა დაახლოებით 340 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში. მთავრობის ინფორმაციით, პროგრამა 50 ათასამდე ოჯახს შეეხება.
მთავრობას მიზნად აქვს დასახული წელს კოკაინის პლანტაციების 100 ათასი ჰექტარის განადგურება. კოლუმბიაში 64 ათასი ოჯახი დამოკიდებულია კოკაინის ფოთლების გაყიდვაზე.