დაბალი ხილვადობის გამო, სტამბოლის ათათურქის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით დღეს, 17:50 საათზე დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა, - ამის შესახებ ბათუმის აეროპორტში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ასევე უამინდობის გამო, მოსკოვი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტში დაეშვა.
ბათუმში დღეს დილიდან თოვს. უამინდობის გამო, გუშინ, ბათუმი-სტამბულის ავიარეისი გადაიდო.