2016 წელს ევროპაში საავტომობილო გაყიდვებმა 9-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

2016 წელი ევროპის საავტომობილი ბაზრისთვის წარმატებული აღმოჩნდა. 2015 წელთან შედარებით ამ რეგიონში გაყიდვები 6,5 პროცენტით გაიზარდა და 15,1 მილიონი შეადგინა. მიუხედავად პოლიტიკურად არასტაბილური ვითარებისა - „ბრექსიტისა“ და იტალიაში ჩატარებული რეფერენდუმის - რეგიონში გაყიდვებმა ბოლო 9-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

პროცენტულად ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა უნგრეთში (+25%), ხოლო ყველაზე დიდი ვარნდა ნიდერლანდებში (-14%). ვარდნა ნიდერლანდების გარდა დაფიქსირდა კიდევ ერთ, შვეიცარიის ბაზარზე(-2%). დანარჩენ ქვეყნებში კი გაყიდვების პოზიტიური დინამიკა აღინიშნა.

რაც შეეხება რაოდენობას გაყიდული ავტომობილების მიხედვით ქვეყნებში, ყველაზე მეტი ავტომობილის რეალიზება მოხდა გერმანიაში 3,351,607 ერთეული ( +4.5%), შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი - 2,692,786 ავტომობილი (+2.3%), საფრანგეთი - 2,015,177 (+5,1%), იტალია - 1,824,968 (+15.8%) და ხუთეულს კრავს ესპანეთი - 1,147,007 ავტომობილი (+10.9)-ით.

რაც შეეხება ბრენდებს, პირველ ადგილზეა „ფოლკსვაგენი“ - 1,720,829 ერთეული (‐0.4%), მეორეზეა „რენო“ - 1,100,880 ავტომობილი (+12.9%), მესამეზე „ფორდი“ - 1,043,295 (+2.9%), მეოთხეზე „ოპელი“ - 993,494 ავტომობილი ( +5.4%), მეხუთეზე „პეჟო“ - 865,374 ავტომობილი (+1.1%). შემდეგ ადგილებს იყოფენ „მერსედესი“,“ აუდი“, „ბმვ“, „ფიატი“ და ათეულს ასრულებს „შკოდა“.

კოკა კვირკველია