მორიგი საკვანძო მოვლენა ბარაქ ობამას პრეზიდენტობაში მას შემდეგ დადგა, რაც დონალდ ტრამპი მის მემკვიდრედ აირჩიეს. ამ არჩევნებმა ობამა დააახლოვა "ცხოვრებას პრეზიდენტობის შემდგომ". ობამას ოჯახმა უკვე შეარჩია სახლი პენსილვანია ავენიუზე, როგორც პრეზიდენტობის შემდგომი საცხოვრებელი ადგილი. მართალია ეს თეთრი სახლი არ არის, მაგრამ ცუდიც არაა. სახლი მდებარეობს ვაშინგტონის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ უბანში. ის 1928 წელს არის აშენებული, 8 200 ფუტი ფართობისაა და 9 ოთახისგან შედგება. მისი გასაყიდი ფასი შეადგენდა 5.3 მილიონ აშშ დოლარს. ობამას ოჯახი ქირით აიღებს სახლს ჯო ლოქჰარტისგან, რომელიც პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში პრესმდივანი იყო. ობამას ოჯახი ამ სახლში გაჩერებას მანამ აპირებს, სანამ უმცროსი შვილი, საშა სკოლას არ დაამთავრებს.
იხილეთ ფოტოგალერეა