თურქეთი და დიდი ბრიტანეთი სავაჭრო ურთიერთობებს ზრდიან

თურქეთის პეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ქვეყანა გეგმავს დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო ურთიერთობების არსებული 15,6 მილიარდი დოლარიდან 20 მილიარდამდე გაზრდას. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერთან, ტერეზა მეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ტერეზა მეის პრესმდივნის განცხადებით, თურქეთი რიგით მეცამეტე ქვეყანა იქნება, რომელიც დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო საკითხებში მოსალაპარაკებლად სამუშაო ჯგუფს შექმნის.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში ჩავიდა.

კოკა კვირკველია