კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა მიიღებს ყველა დევნილს, ვისი აშშ-ში შესვლაც დონალდ ტრამპმა აკრძალა.
მისივე თქმით, ის აუცილებლად დაელაპარაკება ტრამპს კანადის დევნილთა წარმატებული პოლიტიკის შესახებ.
„მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა კანადა მიიღებს ყველას, ვინც დევნის, ტერორისა და ომის მსხვერპლია. მრავალფეროვნება და განსხვავებულობა ჩვენი ძალაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კანადაში“, - დაწერა ჯასტინ ტრუდომ „ტვიტერზე“.
კანადის პრემიერის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს არჩევის შემდეგ, ქვეყანამ 39 000 სირიელი დევნილი მიიღო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში 120 დღით აჩერებს დევნილების მიღებას ერაყიდან, ირანიდან, ლიბიიდან, სომალიდან, სუდანიდან და იემენიდან. სირიელი დევნილების მიღებას კი, განუსაზღვრელი ვადით კრძალავს.
ტრამპმა ასევე განკარგულება გასცა, შემოღებულ იქნას აუცილებელი გასაუბრება არაიმიგრაციული ვიზების მისაღებად და დაჩქარდეს აშშ-ში შემოსულების კონტროლის ბიომეტრული სისტემა.