დიდთოვლობის გამო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისი-მილანის რეისი გადაიდო.
როგორც აეროპორტში მყოფი მგზავრები აცხადებენ, ავია რეისის გადადების გამო მათ სასტუმროში გადაიყვანენ. „როგორც გვითხრეს, რეისი დიდთოვლობის გამო გადაიდო. დროებით სასტუმროში გადავყავართ, ხოლო ფრენა ხვალ 13.00 საათისთვის განახლდება“, - აღნიშნეს მგზავრებმა.
ქუთაისში მთელი ღამე თოვდა, თუმცა ნალექს განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია. შესაბამისი ტექნიკა ქალაქში დილიდანაა მობილიზებული და მიმდინარეობს გზების გაწმენდა. როგორც შესაბამის სამსახურში განმარტავენ, ხიდებზე ტექნიკური მარილი უკვე დაყრილია.