Airbnb უფასო საცხოვრებელს გამოუყოფს ყველას, ვისაც აშშ-ში შესვლის აკრძალვა შეეხო

კომპანია Airbnb-ის აღმასრულებელი დირექტორისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის ბრაიან ჩესკის თქმით, Airbnb უფასო საცხოვრებლით დაეხმარება დევნილებსა და სხვა ადამიანებს, რომლებსაც ტრამპის ახალი ბრძანება შეეხო და აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.

„ქვეყნებისა და დევნილების ამერიკაში არშეშვება, არასწორად მიმაჩნია და ჩვენ მხარში უნდა დავუდგეთ ყველა ამ ადამიანს, ვისაც ეს აკრძალვა შეეხო. Airbnb უფასო საცხოვრებელს გამოუყოფს დევნილებსა და ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - დაწერა „ფეისბუქში“ ბრაიან ჩესკიმ.

კიდევ ერთი ამერიკული კომპანიის Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევის კალაკინმა კი განაცხადა, რომ კომპანია კომპენსაციას გადაუხდის მძღოლებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ვისაც უახლოესი 90 დღის განმავლობაში აშშ-ში შესვლა აეკრძალა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე დევნილების მიღებას 120 დღით აჩერებს, ხოლო სირიელი დევნილების მიღებას განუსაზღვრელი ვადით. გარდა ამისა 90 დღით ეკრძალებათ შესვლა აშშ-დან ირანის, ერაყის, ლიბანის, სომალის, სირიის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებს. ახალი ბრძანების თანახმად, ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ შეუშვებენ აშშ-სკენ მიმავალი თვითმფრინავზე მაშინაც კი, თუ მათ „მწვანე ბარათი“ აქვთ.