2018 წელს „ენგურჰესის“ დროებით გაჩერება იგეგმება

2018 წელს გარკვეული დროით მოგვიწევს „ენგურჰესის“ გაჩერება, რადგან მოხდეს გვირაბის სრული რეაბილიტაცია , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ”ჩერნომორენერგოს” წარმომადგენლებთან მინსკში გამართული შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა აფხაზეთის ელექტრომომარაგებასაც, ასევე იმას, რომ 15 თებერვალს ჩვენ ვგეგმავთ „ენგურჰესის“ გაჩერებას. ვგეგმავთ გვირაბის დათვალიერებას, რადგან 2018 წლისთვის იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. ამ ყველაფერთან დაკავშირებით იყო საუბარი კონკრეტულ საკითხებზე. შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. 2018 წელს, ალბათ, გარკვეული დროით მოგვიწევს „ენგურჰესის“ გაჩერება, რადგან მოხდეს გვირაბის სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 26 იანვარს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქალაქ მინსკში, კომპანია ”ჩერნომორენერგოს” წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.