გომბორი-შუამთის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ0-კმ58 (გომბორი-შუამთა) მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც დეპარტამენტი იუწყება, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ0-კმ58 (გომბორი-შუამთა) მონაკვეთზე, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.