„ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი ლოკალიზებულია - ფოტორეპორტაჟი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამ წუთებში ადგილზე ცეცხლის ცალკეული კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს. ტერიტორია ისევ გადაკეტილია. გარემოვაჭრეებს ახლომდებარე სავაჭრო ობიექტებიდან საკუთარი პროდუქცია გააქვთ, რაც მათ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ურჩიეს. „ბავშვთა სამყაროში“ ხანძარი, ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზით, გამთენიისას გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას 30-მდე სახანძრო ბრიგადა რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.

იხილეთ ფოტოგალერეა