სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ე.წ. ოქროს ბირჟის მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, გასაყიდი პროდუქცია ბანკის ვალებით ჰქონდათ ნაყიდი და შესაბამისად, ზარალი ათეულობით ათას დოლარს შეიძლება შეადგენდეს. მოვაჭრეები ადმინისტრაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ სეიფები, სადაც ოქრო ინახებოდა, გადარჩენილია, ხოლო დახლზე დატოვებული პროდუქცია - არა.
”ღამის 4 საათზე გაჩნდა ხანძარი. ბანკში აღებული ვალებით გვქონდა ნაყიდი პროდუქცია. ზოგს ეს ნივთები დახლში ჰქონდა, ზოგს - სეიფებში. ძალიან განერვიულებულები ვართ, რადგან არ ვიცით რა სიტუაციაა. ბანკის ვალები გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ კომპენსაციას მოგვცემენ, რათა ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. იმედს გვაძლევენ, რომ გადარჩენილია სეიფები, თუმცა ნაწილობრივ. საუბარია ძალიან დიდ თანხებზე”, - აცხადებენ მოვაჭრეები.