30 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7061 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7021 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.04 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 31 იანვრიდან შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევროც, რომლის კურსი 31 იანვრისთვის 2.8947ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8869 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.78 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 31 იანვრისთვის 0.7116 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.6972 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 1.44 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 31 იანვრისთვის 3.3926 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.3882 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.44 თეთრი შეადგინა.