ქართლში მდებარე ახალი მარანი, რომელიც ღვინოს ლონდონში, მოსკოვსა და ნიუ-იორკში გაყიდის

ახალი წლიდან ქართულ ბაზარზე ღვინის ახალი ბრენდი Chigogidze Wines გამოჩნდა. ბრენდის პრეზენტაცია განახლებულ Babilo Music Hall-ში გაიმართა. ბრენდი ღვინის 16 სახეობას მოიცავს.

როგორც აღნიშნული ღვინის მწარმოებლები ამბობენ, იმის გამო, რომ საოჯახო ტიპის მარანში ყველაფერი ხელით მზადდება და მაქსიმალური კონტროლის ქვეშ არის, შეზღუდულია წარმოებული სასმელის რაოდენობაც - ეს ბრენდი მარკეტებში არ გაიყიდება, თუმცა რამდენიმე რესტორანსა და სასტუმროში იქნება წარმოდგენილი.

"გვაქვს ქვევრის ღვინის არჩევანიც. თუმცა, ჩვენი მიზანია ქართლის ღვინოების წარმოჩენა, ეს არის თავკვერი, გორული მწვანე… ასევე, ვგეგმავთ კახური ჯიშების წარმოჩენასაც", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჩიგოგიძე.

Chigogidze Wines მომავალი წლიდან ქვეყნის საზღვრებსაც გასცდება. როგორც ზურაბ ჩიგოგიძემ განაცხადა, მომავალი წლიდან ღვინო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავა. იხილეთ გაგრძელება