ტყიბულში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალაქში გზები იწმინდება, თუმცა არის ისეთი ადგილები, სადაც გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ქალაქში გზები გაწმენდილია და უბნების მიმართულებით საქალაქო ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს. მათივე ინფორმაციით, დღის ბოლომდე ყველა ქუჩა გაწმენდილი იქნება.
დიდთოვლობის მიუხედავად, დღის მანძილზე შეუფერხებლად მოძრაობენ თბილისის და ქუთაისის მიმართულებით სამგზავრო მიკროავტობუსები.