„ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის დემონტაჟი მოხდება, რის შემდეგაც იქნება შესაძლებელი შენობიდან დაზარალებულთა ნივთების გამოტანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა დაათვალიერეს. აბაშიძის თქმით, როდის დაიწყება დემონტაჟი, ეს დღის ბოლომდე გაირკვევა.
დაზარალებულთა ნაწილი აღნიშნული ინფორმაციით უკმაყოფილოა. მათი განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ მათი კუთვნილი ნივთები დაიკარგოს.
ადგილზე სიტუაციის გასაცნობად მივიდა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ამ წუთებში დაზარალებულებთან შეხვედრას მართავს.