„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი ფართობია დამწვარი

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი ფართობია დამწვარი , - ამის შესახებ „ბავშვთა სამყაროს“ მეპატრონემ, გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანი სავაჭრო ცენტრთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა და არსებულ სიტუაციას ეცნობა.

ტერიტორიაზე ამ წუთებში კვლავ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო-სამაშველო სპეცტექნიკა. “ბავშვთა სამყაროსთან“ მუშაობს 90-მდე მაშველი-მეხანძრე.

ასევე მთელი ღამის განმავლობაში გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მიმდებარე ტერიტორიას იცავდა.