თბილისის მერიასთან ”ბავშვთა სამყაროს” ქვედა ბაზრობის მოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ყურადღებას მხოლოდ ოქროს ბირჟაზე მოვაჭრეებს აქცევენ.
”ჩვენ თბილისის მერთან გვინდა შეხვედრა. თუ არ შეგვიშვებენ ძალით შევალთ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ იქ აშენდეს სუპერმარკეტები და მოლი”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.