"გაზპრომმა“ ლატვიური გაზის ტრანსპორტირების კომპანია Conexus Baltic Grid-ის აქციების 34,099% შეიძინა. როგორც „პრაიმი“ წერს, ამის შესახებ ინფორმაცია თავად „გაზპრომმა“ გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის კანონის შესაბამისად, 2017 წლის აპრილამდე მონოპოლისტი კომპანია Latvijas Gaze, რომლის ერთ-ერთ ძირითადი აქციონერი რუსული „გაზპრომია“, ორ დამოუკიდებელ საწარმოდ უნდა გაიყოს. რეორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა Conexus Baltic Grid, რომელსაც გაზის შენახვისა და დისტრიბუციის ფუნქცია გადაეცა. მისი აქციონერები არიან: „გაზპრომი“ (34%), Marguerite Fund (28,97%), Uniper Ruhrgas International GmbH (18,26%) და Itera Latvija (16%).