მერიაში გვითხრეს, რომ მერიას კომპენსაციის გადახდის საშუალება არ აქვს, - ამის შესახებ მოვაჭრე ლელა ჯობავამ ჟურნალისტებს ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
”დაგვპირდნენ მხოლოდ ბანკების გადავადებას, მეტი არაფერი ჯერჯერობით. კომპენსაციას ვითხოვდით და არანაირი კომპენსაცია არ არის. ფართების შემოთავაზება არც გვჭირდებოდა და არც მოგვითხოვია. იაფიან სესხზე მოლაპარაკება შეიძლება გავმართოთო. მეტი არაფერი არ არისო”, - განაცხადა ლელა ჯობავამ.
მისი თქმით, აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს ფართი არ ჭირდებოდათ. სჭირდებოდათ კომპენსაცია, რაზეც მერიაში უთხრეს, რომ მერიას არ აქვს იმის საშუალება, რომ კომპენსაცია გადაუხადოს მოვაჭრეებს.
თბილისის მერიასთან ”ბავშვთა სამყაროს” ქვედა ბაზრობის მოვაჭრეები აქციას მართავენ. ისინი თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ყურადღებას მხოლოდ ოქროს ბირჟაზე მოვაჭრეებს აქცევენ.