31 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7077 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7061 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.16 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1 თებერვალს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევროც, რომლის კურსი 1 თებერვლისთვის 2.8986 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8947 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.39 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 1 თებერვლისთვის 0.7133 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7116 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 1 თებერვლისთვის 3.3676 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.3926 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა.