ქუთაისის ისტორიულ უბანში მაღალი კლასის ღვინის მარანი გაიხსნა. "საწნახელი" - ასე ჰქვია ახალ სადეგუსტაციო სივრცეს, სადაც ქართული ღვინის თითქმის ყველა ბრენდია წარმოდგენილი. ღვინის მარანი ერთგვარი ეთნოგრაფიული მუზეუმიც არის, სადაც დამთვალიერებელი ღვინის ისტორიასა და მისი დამზადების ტექნოლოგიის გაცნობას შეძლებს. გარდა ბრენდული ღვინოებისა, "საწნახელში" წარმოდგენილია საოჯახო ღვინოების უნიკალური ჯიშები და სახელობითი ღვინოები.
მუზეუმში ძირითადად იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმში დამზადებული საოჯახო ღვინოების დაგემოვნება შეიძლება. მარანი უცხოელი ტურისტებისთვის არის გათვლილი, სადაც ღვინის საშუალებით საქართველოს ისტორიას მოუყვებიან. გააგრძელეთ კითხვა