რუსული მედიის ცნობით ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინო „სირი“ გაიყიდება

რუსეთში შესაძლოა ქართული ღვინო „სირის“ გაყიდვა დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ახალი ამბების სააგენტოზე „მოსკვაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ღვინის გაყიდვას კომპანია „სევერნი ალიანსი“ (ჩრდილოეთ ალიანსი) გეგმავს.

კომპანიის გენერალური დირექტორის ევგენი კომისაროვის განცხადებით, სასაქონლო ნიშნის „სირის“ რეგისტრაციაზე განაცხადი უკვე შეიტანა.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე  საცალო ქსელებთან მიდის მოლაპარაკებები, რათა ღვინის ბრენდი მოსკოვის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში შეიტანონ.

„ვგეგმავთ გამოვუშვათ ღვინის ახალი ხაზი „სირი“ - ახალი ქართული ღვინო. „სირი“ ქართულად ნიშნავს ბეღურას. ქართული ღვინის ხაზი ტრადიციული და ერთფეროვანია და გვსურს ახალი ტენდენცია შევქმნათ,“ - აღნიშნავს კომისაროვი.