სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ შენობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ 2 წლის წინაა დაზღვეული, - ამის შესახებ „ალდაგში“ განაცხადეს.
სადაზღვევო კომპანიაში მცდარს უწოდებენ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული შენობის დაზღვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
როგორც „ალდაგში“ განაცხადეს, სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ შენობა-ნაგებობა უკვე 2 წელია, რაც დაზღვეულია.