მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის თაობაზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გადასახადის გადამხდელთათვის თბილისში, თელავში, ახალციხეში, ოზურგეთსა და ფოთში მორიგი ღია კარის დღე გამართეს.
როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, ღია კარის დღეებს ჯამში, 4 183 გადასახადის გადამხდელი დაესწრო.
„დღესვე, შეხვედრა შედგა იმ კომპანიების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით სარგებლობენ. ღია კარის დღეების ფორმატში, გადასახადის გადამხდელებისთვის მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის შესახებ პრეზენტაციები გაიმართა. ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, 11 იანვარს დაიწყო და 31 იანვრის ჩათვლით, პერმანენტულად იმართებოდა. ჯამში, აღნიშნილ ღონისძიებას 4 183 გადასახადის გადამხდელი დაესწრო. მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის შესახებ, დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.