„ოქროს სამყაროს“ საცავებში დაცული ნაკეთობების მეპატრონეების მიერ გატანის პროცესი დასრულებულია, - ამის შესახებ „ოქროს სამყაროს“ კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მარიამიძემ აღნიშნა, ყველა მომხმარებელმა, რომელსაც ძვირფასი ნივთები საცავებში ჰქონდა შენახული, საკუთარი ნაკეთობები გაიტანა. მისივე თქმით, საცავებში შენახული ძვირფასეულობა ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა.
”დღეისთვის ყველა პროცედურა დამთავრებულია. ხვალ დილიდან უკვე შევუშვებთ ტერიტორიაზე იმ დილერებს, რომლებსაც დახლზე ჰქონდათ შენახული ძვირფასი ნაკეთობები და ხანძარს შედარებით გადაურჩნენ. შესაძლოა დაზიანებულია ეს ნივთები, მაგრამ შესაძლებელია მათი სხვა სახით გამოყენება. ამ ეტაპზე ყველა პროცედურა დამთავრებულია. დღეისთვის საცავები გახსნილია და გატანილია ის ნივთები, რომელიც აღნიშნულ საცავებში ინახებოდა. ყველა მომხმარებელმა მოაწერა ხელი, რომ აღნიშნული ნივთები მიიღს და ისინი არ დაზიანებულა ხანძრის შედეგად”, - განაცხადა ამირან მარიამიძემ.