შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მთელი ღამის განმავლობაში თბილისის ქუჩებში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა ,- ამის შესახებ ”თბილსერვის ჯგუფის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა.
”ღამის განმავლობაში ცენტრალურ ქუჩებზე სამჯერ მოვაყარეთ ტექნიკური მარილი. გაწმენდითი სამუშაოები ახლაც გრძელდება და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩიხების და შიდაკვარტალურ გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა”, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.
მისივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში გადაადგილების შეფერხების არცერთი პრეცედენტი არ დაფიქსირებულა.