ვერცხლითა და მინანქრით მოვაჭრეები „ბავშვთა სამყაროში“ შესვლას და საკუთარი ნივთების ნახვას მოითხოვენ. ისინი უკვე რამდენიმე საათია სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროსთან“ არიან შეკრებილი.
„გვინდა, რომ შევიდეთ და ვნახოთ ჩვენი ნივთები, თუ რა მდგომარეობაშია. სავარაუდოდ, ყველა განადგურებული იქნება. თუმცა იქნება რამე მაინც მოვაგროვოთ. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ათიათასობით ბანკის ვალები გვაქვს. გვეუბნებიან, რომ ექვსი თვე შეგვიჩერებენ, თუმცა ამ ექვსი თვის მერე როგორ გადავიხდით, არ ვიცით“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ თინათინ ვალიშვილმა.
„ბავშვთა სამყაროსთან“ შეკრებილი არიან სხვა პროდუქციით მოვაჭრეებიც. ისინიც შენობაში შესვლას და საკუთარი ნივთების ნახვას მოითხოვენ. თუმცა უსაფრთხოების გამო, მათი დამწვარ შენობაში შესვლა ვერ ხერხდება.