შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის განყოფილების ოფიცრების მიერ, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის ფარგლებში, გუშინ აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული, უაქციზო თამბაქოს - 133 კოლოფის და 75 ღერის რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, საქონელი ჩამორთმეულია უსასყიდლოდ, შესაბამისი ოქმი კი გადაგზავნილია სასამართლოში.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული გასაყიდად მიღებული საქონელი ჩამორთმეულია უსასყიდლოდ.
ამასთან, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის მიხედვით, შედგენილია შესაბამისი ოქმი, რომელიც გადაგზავნილია სასამართლოში ქვემდებარეობის მიხედვით“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.