გარე ვაჭრობა არის პრობლემა - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს ჯიხურებიც: ”გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით მერიაში ჩვენ გვაქვს მოსაზრებები. პირველი ეტაპი დავიწყეთ და ეს არის ბორბლებიანი სავაჭრო ობიექტების შეზღუდვა თბილისის მასშტაბით. ეს საკითხი ბოლომდე მიგვყავს.
გარე ვაჭრობისგან, ასე ვთქვათ, რიყის მიმდებარე ტერიტორია, ლესელიძე, რუსთაველი, ჭავჭავაძე და ცენტრალური ტურისტულად აქტიური რაიონები გათავისუფლდა. თუმცა, პრობლემა რჩება მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე, როგორიც არის ვარკეთილი, ახმეტელი, ვაგზლის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი, დელისი და ასე შემდეგ. გვინდა ეტაპობრივად ამ საკითხსაც მივყვეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე ქალაქის იერსახიდან და თუნდაც უსაფრთოების ნაწილიდან,” - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი”.