მოვაჭრეებმა „ბავშვთა სამყაროსთან“ ჯებირის შენგრევა და შენობაში შესვლა სცადეს

დაზარალებულმა მოვაჭრეებმა „ბავშვთა სამყაროსთან“ ჯებირის შენგრევა და შენობაში შესვლა სცადეს. დაზარალებულებს ამის საშუალება დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს. ინციდენტი მალევე აღიკვეთა.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ შენობაში შესვლა და საკუთარი პროდუქციის ნახვა სურთ. ისინი ძირითადად, ვერცხლის მოვაჭრეები არიან.

მოვაჭრეებს ადგილზე თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე გაესაუბრა, რომელმაც დაზარალებულებს განუცხადა, რომ დამწვარ ტერიტორიას სპეციალისტები ათვალიერებენ და დათვალიერების შემდეგ განუმარტავენ თუ რა მდგომარეობაა. დაზარალებულებმა კი განუცხადეს, რომ ვიდრე დაინგრევა, შენობაში შესვლა სურთ, რათა საკუთარი პროდუქციის მცირე ნაწილი მაინც გადაარჩინონ.