როგორ ამბობენ უარს ქართული კომპანიები არალიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე

არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების პრობლემა საქართველოში დიდი ხანია არსებობს. Business Software Alliance-ის გლობალური გამოკვლევის შედეგების მიხედვით 2015 წლის მონაცემებით, კონტრაფაქტული პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში 84%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან ამ მაჩვენებელმა 11%-ით იკლო, პროცენტი მაინც მაღალი რჩება.

რით არის საშიში არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა?

1. უსაფრთხოებისა და კონტროლის არარსებობით. კონტრაფაქტული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებისას ბევრად იზრდება ვირუსებით დაზიანების ან კიბერსაფრთხეების შანსი.

2. შეზღუდული შესაძლებლობებით. თქვენ არ გაქვთ სამსახურებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გარანტია.

3. დაბალი პროდუქტიულობით. განახლებებისა და ახალი ფუნქციების ხელმიუწვდომლობა, ასევე, პროგრამების მობილური ხელმისაწვდომობის არარსებობა.

4. მხარდაჭერის არარსებობით. არ მოქმედებს მხარდაჭერისა და გაუმართაობების გამოსწორების სამსახურები.

უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ შეეჩვივნენ ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის ღირებულების გადახდას. შესაძლებელია ნებისმიერი ფასიანი პროგრამის გადმოტვირთვა და გატეხვა კოდებისა და გასაღებების გენერატორის შერჩევით. მაგრამ, უფასო ყველის მიუხედავად - ხაფანგი ადრე თუ გვიან ამოქმედდება.

რისკები ბიზნესისთვის

განსაკუთრებით მწვავედ გრძნობს ამ დარტყმას ბიზნესი. როგორც გამოკვლევები უჩვენებს, კომპანიებისთვის არსებობს პირდაპირი კავშირი კიბერსაშიშროებებსა და არალეგალური პროგრამების გამოყენებას შორის. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიო კომპანიები განიცდიან ზიანის მომტანი პროგრამების შეტევებს საშუალოდ, ყოველ 7 წუთში. ხოლო 2015 წელს გლობალური კორპორატიული სექტორის მიერ დაიხარჯა საერთო ჯამში 400 მილიარდი აშშ დოლარი მეკობრული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების ნეგატიური შედეგების გამოსასწორებლად. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ერთი კიბერშეტევის თავიდან ასაცილებლად საშუალოდ 45 დღეა საჭირო.

მაგრამ, მატერიალური და დროითი ხარჯების გარდა, კომპანია რისკავს უფრო მნიშვნელოვანის - ნდობის დაკარგვას. რეპუტაციის აღდგენა, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორების ან ინვესტორების თვალში, ზოგჯერ ძალიან რთულია. სამწუხაროდ, ამაში ხშირად გვიან რწმუნდებიან.

როდესაც სახელმწიფო - მაგალითია.

საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების ეფექტური დაცვა საქართველოს შემდგომი ევროინტეგრაციის აუცილებელი პირობაა. «თუ ჩვენ გვსურს დასავლეთის ფასეულობების გაზიარება, საინფორმაციო ეკონომიკის კონკურენტუნარიანი მოდელის და პოზიტიური საინვესტიციო კლიმატის შექმნა - პატივი უნდა ვცეთ სხვა ადამიანების შრომას. სწორედ ეს არის ევროპული აზროვნება», – ამბობს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტი“-ს თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე.

2015 წლის იანვარში ხელი მოეწერა შეთანხმებას მთავრობასა და კორპორაცია Microsoft-ს შორის სახელმწიფო დაწესებულებებისთვის ლიცენზიების შეძენის შესახებ. შედეგად, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც სახელმწიფო აპარატში აქვს მთლიანად ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა.

ბატონი გოგილიძის თქმით, საქართველოს მთავრობა, ამგვარად, ბრწყინვალე მაგალითს უჩვენებს ბიზნესს. ასე, მაგალითად, საშუალო და მცირე ბიზნესის ბაზარი თანდათან უარს ამბობს მეკობრულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ლეგალურის სასარგებლოდ. 2015 წლიდან 228 კომპანიამ უკვე შეიძინა Microsoft-ის ოფიციალური პროდუქტები. მათ შორის 63 კომპანიამ გააფორმა გამოწერა Office 365 ღრუბლოვან პროდუქტზე.

კიდევ ერთი დადებითი დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველოში არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის საერთო კომერციული ღირებულება ბოლო 6 წელიწადში ორზე მეტჯერ შემცირდა - 54 მილიონი აშშ დოლარიდან 2009 წელს 24 მილიონ აშშ დოლარამდე 2015 წელს.

ლიცენზირებული - ნიშნავს დაცული.

«ნებისმიერი კომპანიის ან ორგანიზაციის უსაფრთხოების გასაღები - ლეგალურ პროგრამულ უზრუნველყოფაშია. ის დაიცავს მათ ფინანსური და რეპუტაციული რისკებისგან და საშუალებას მიცემს საიმედოდ აწარმოონ თავიანთი ბიზნესი, ყოველგვარი შიშისა და მღელვარების გარეშე -

დარწმუნებულია Microsoft საქართველოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ დობორჯგინიძე. – ჩვენს ქვეყანაში თანდათან შემოდის ლიცენზირებული პროგრამების გამოყენების კულტურა და ეს მისასალმებელია. ასეთ პროგრამებს საქართველოში იყენებენ ბანკები, მსხვილი უცხოური კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები. მაღალია ინტერესი მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდანაც. საქართველო თანდათან უახლოვდება ევროპას და შესაბამისად, ბიზნესიც ხდება უფრო ცივილიზებული».

უსაფრთხოების უმაღლესი დონის მიღწევა და ამასთან, ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ მოწყობილობაზე მუშაობა, შესაძლებელია Office 365 ღრუბლოვანი სერვისის გამოყენების წყალობით. პაკეტის საიმედო მუშაობა მთლიანად უზრუნველყოფილია კორპორაცია Microsoft-ის მიერ.

«სამწუხაროდ, სასარგებლო სერვისების გამოჩენასთან ერთად გაიზარდა ხერხების რაოდენობა, თუ როგორ შეიძლება მათთვის ზიანის მიყენება. თუ ვილაპარაკებთ საბანკო სექტორზე - ეს არის მონაცემების, აქტივების მოპარვა, ბარათების დაბლოკვა და ბევრი სხვა, - ამბობს თიბისი ბანკის IT-დირექტორი ამირან შეროზია. - ლიცენზირებული პროგრამების გამოყენება ბევრ პრობლემას არიდებს მომხმარებელს, როგორც პირადი ინფორმაციის დაცულობის, ასევე სისტემის სტაბილური მუშაობის მხრივ.

Office 365 ახალ ვერსიებზე განახლება ხდება ავტომატურად და უფასოდ, ამიტომ კლიენტებს ყოველთვის აქვთ Word, Excel, PowerPoint და სხვა პროგრამების ბოლო ვერსიები. გარდა ამისა, მფლობელებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოიყენონ ისეთი სერვისები, როგორიცაა Exchange Online, Skype for Business და OneDrive for Business. ყველა ეს პროგრამა შესაძლებელს ხდის კავშირზე იყოთ 24/7 რეჟიმში და იმუშაოთ ნებისმიერ მოწყობილობაზე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

«მუდმივი წვდომის წყალობით ჩვენ შეგვიძლია რეალური დროის რეჟიმში შევქმნათ დოკუმენტები და მათი რედაქტირება განვახორციელოთ სხვა კოლეგებთან ერთად. ეს ყველაფერი ძალიან ამარტივებს მუშაობას. ისეთი კომპანიისთვის, როგორიც არის თბილღვინო - ეს საუკეთესო ინსტრუმენტია გუნდური მუშაობისთვის, – გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს გიორგი მარგველაშვილი, „თბილღვინო“-ს გენერალური დირექტორი.

სამუშაო ჯგუფებსა და პარტნიორებს შეუძლიათ წინადადებების ერთად შემუშავება და ბიზნეს-მონაცემების თვალსაჩინო მოდელების შექმნა. მაგალითად, ანალიტიკის შეგროვების პროგრამაში Power BI. ეს პროგრამა გარდაქმნის მონაცემებს ლამაზ ვიზუალურ გამოსახულებებად და გვაძლევს მნიშვნელოვან ამოცანებზე კონცენტრირების შესაძლებლობას.

Ernst & Young -ის საქართველოს განყოფილების მენეჯერის, დიმიტრი ლაზუჩენკოვის თქმით, Office 365 ღრუბლოვანი არქიტექტურის გამოყენება მრავალი რისკის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა. «პირველ რიგში თქვენ არ ღელავთ კომპანიის მონაცემთა დაცულობაზე. უკვე მხოლოდ ამის გამო შეიძლება ამ პაკეტის შეძენა. როდესაც თქვენ გაქვთ ისეთი საიმედო დასაყრდნობი, როგორიც არის Office 365, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ხვალინდელ დღეში».

სამომავლო პერსპექტივები

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ვიზიტით ესტუმრა Microsoft-ის გენერალური მენეჯერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მაიკლ კოგელერი. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში არის საკმაოდ დიდი საბანკო სექტორი და დინამიურად განვითარებადი სერვისის სექტორი. ბატონი კოგელერი შეხვდა მინისტრებს, კომპანიების ტოპ-მენეჯერებს, პარტნიორებს და სხვა გავლენიან ადამიანებს. განათლების მინისტრთან საუბარი შედგა იმის შესახებ, თუ როგორ მიეწოდოს ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა უნივერსიტეტებს და სტუდენტებს.

«საერთოდ აქ ცხოვრება ჩქეფს - არის ფული და ინვესტირების სურვილი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რაც არ უნდა გაკეთდეს - ყველაფერი გამოდის. საქართველოს პოზიტიური პროგნოზი აქვს», – დაასკვნა მაიკლმა.

(R)