თელავში, კახეთში ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ბიზნესმენებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც კახეთიდან იუწყებიან, შეხვედრა კახეთის გუბერნატორის ინიციატივით შედგა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე მსჯელობას ისახავდა მიზნად. შეხვედრაზე განხილული იყო მომავალში რეგიონში ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, როგორიცაა გომბორის უღელტეხილზე გადმოსახედის, თელავში ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე და ყვარლის ციხე-გალავანთან ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა საკითხები.
შეხვედრას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გალაკტიონ ბუაძე და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.