ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას დახმარება გაუწიოს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 30 იანვარს „ბავშვთა სამყაროს“ შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეთა დასახმარებლად და მათი საჭიროებების გასაცნობად დაზარალებულ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართა.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ლევან დგებუაძის განცხადებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაესაუბრა დაზარალებულ მოქალაქეებს, რათა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას, გათვალისწინებული იყოს თითოეული დაზარალებული მეწარმის ინტერესები და მათ არ შეექმნათ სირთულეები.