თუ გსურთ, რომ ქალაქის ხმაურს თავი დააღწიოთ, ბინიდან კერძო სახლში გადახვიდეთ და უფრო მშვიდ გარემოში იცხოვროთ, თავდაპირველად, მიწის ნაკვეთის შეძენა, გადაფორმება და შემდეგ სახლის მშენებლობის დაწყება დაგჭირდებათ.
Saqme.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, თბილისში 1 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის საშუალო ღირებულება 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ივერთუბანში (ლოტკინის მიმდებარე ტერიტორია), სადაც სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, 1 კვადრატული მეტრის მიწის ღირებულება 60-დან 100 დოლარამდეა, ხოლო სანზონაში მიწის ნაკვეთების საშუალო ღირებულება 80$-ს უტოდება. რაც შეეხება საბურთალოს, აქ მიწის ნაკვეთების ღირებულება 90-100$-დან იწყება.
მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ, საჯარო რეესტრს უნდა მიაკითხოთ, რათა შეძენილი გადმოიფორმოთ. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, თუ მიწა დაურეგისტრირებელია, თავდაპირველად, მესაკუთრემ მისი რეგისტრაცია უნდა მოახდინოს, რათა შემდეგ გაასხვისოს, შესაბამისად, დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთს პროცედურულად ვერ შეიძენთ ან დამატებით პრობლემებს შეგიქმნით.
რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეძენისას, საჯარო რეესტრში მყიდველისა და გამყიდველის პირადობის მოწმობებით მიხვალთ, რათა ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმები შეივსოს. თუ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის მფლობელი თავად ხართ, მისი სარეგისტრაციო მომსახურების ვადა და საფასურები ასეთია: 4 სამუშაო დღეში - 50 ლარი, 1 სამუშაო დღეში 150 ლარი, ხოლო იმავე დღეს 200 ლარი. საჯარო რეესტრში მისვლისას, აუცილებელია მიწის ნაკვეთის ნახაზი წარადგინოთ, ხოლო დამატებითი დოკუმენტაცია კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე იქნება საჭირო.
შემდეგი პროცედურა უკვე სახლის მშენებლობაა. სახლის მშენებლობის ღირებულების გასარკვევად, Allnews.ge კერძო სახლების რამდენიმე სამშენებლო კომპანიას დაუკავშირდა. აღნიშნულ კომპანიებში 1 კვ.მ-ის ღირებულება 150$-დან 240$-მდე მერყეობს და მშენებლობის დასრულების შემდეგ, მომხმარებელს თეთრი კარკასი დაახლოებით 3 თვის ვადაში ბარდება. იხილეთ გაგრძელება