ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით 17:50 საათზე დაგეგმილი ფრენა არ შესრულდა.როგორც “საქაერონავიგაციის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ირმა ხითარიშვილმა განაცხადა, შეფერხება გვერდითი ქარის გამო მოხდა.
„პრობლემა მეტეოპირობებიდან გამომდინარეობს. ბათუმში გვერდითი ქარი ფიქსირდება და ასეთ სიტუციაში ბორტის მიღება შეუძლებელია. გვერდითი ქარი, უსაფრთხო ფრენის განხორციელებისთვის საშიშია. როგორც კი მეტეო პირობები მოგვცემს საშუალებას, ბათუმის საერთშორისო აეროპორტში ფრენები შესრულდება”, - განაცხადა ირმა ხითარიშვილმა.