სოციალური ქსელ Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 3 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, მისმა ქონებამ 59 მილიარდი დოლარი შეადგინა - ცუკერბერგი ამ მონაცემებით Bloomberg Billionaires Index -ში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეხუთე ადგილზეა.
როგორც ცნობილი გახდა Facebook-ის შემოსავლებმა 2016 წელს 177%-ით მოიმატა და ჯამში 10,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მოგება 54%-ით 27,6 მილიარდამდე გაიზარდა.
Facebook-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ გასული მეოთხე კვარტლის მონაცემებით 1,86 მილიარდი შეადგინა, რაც თითქმის 100 მილიონით მეტია იმავე წლის მესამე კვარტალის მონაცემებზე და 300 მილიონით მეტი - 2015 წლის მონაცემზე. ყოველდღიურად ამ ქსელით 1,23 მილიარდი ადამიანი სარგებლობს, რაც 18%-ით მეტია წინა წლის მონაცემებზე. ნიუ იორკის ბირჟაზე კი კომპანიის აქციების ფასი 2,21%-ით გაიზარდა და 136,17$ შეადგინა.
კოკა კვირკველია