სამხრეთ კორეული კომპანია Samsng Electronics აშშ-ში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი ქარხნის გახსნას განიხილავს. ამის შესახებ „როიტერსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ქარხნის სავარაუდო მშენებლობის მიზეზად კი ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ პროტექციონისტული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება სახელდება.
საბოლოო გადაწყვეტილება კომპანიში ჯერ მიღებული არ არის. ამას გარდა, არ არის გადაწყვეტილი ინვესტიციების ზუსტი მოცულობა და ქარხნის ადგილმდებარეობაც. კომპანია ოფიციალურ კომენტარში პირდაპირ არ პასუხობს კითხვას ქარხნის მშენებლობაზე და მხოლოდ მიუთითებს, რომ „განიხილავს საინვესტიციო საჭიროებებს“ ამერიკულ ბაზარზე.
სააგენტოს წყარო კიდევ ერთ სამხრეთ კორეულ ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიაზე - LG, აცხადებს, რომ ეს კომპანიაც ქარხნის გასახსნელად განიხილავს ტენესის შტატს. თუმცა ამ შემთხვევაშიც, თავად კომპანიაში ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ.
კოკა კვირკველია