2 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7052 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7090 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.38 თეთრი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 3 თებერვალს შევა ძალაში.
ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2 თებერვლისთვის 2.9243 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9227 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.16 თეთრი შეადგინა.
ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 3 თებერვლისთვის 0.7253 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7174 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.79 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 3 თებერვლისთვის 3.4199 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.4182 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა.